среда, 12 ноября 2008 г.

ბედნიერებაა, გიყვარდეს

1.პროექტის სახელი:ბედნიერებაა,გიყვარდეს
2.პროექტის მოკლე აღწერა:სიყვარულის დადებითი ძალის შესახებ.სულიერად მდიდარია ის ადამიანი,ვისაც სიყვარული შეუძლია ადამიანების და გარე სამყაროს.
3.პროექტის სრული აღწერა:
ადამიანი ღვთის ხატებაა.იგი შეიქმნა დედამიწაზე,სიყვარულისა და სიკეთისათვის,მაგრამ გარეგანი ძალების შედეგად ხდება სულის გადაგვარება.
ბავშვის სული ჯონ ლოკის აღწერით:სუფთა დაფას ჰგავს,თუმცა დროთა განმავლობაში ცხოვრების სირთულეებისმორევში,ისვრება დაფა.
ვის სულშიც დიდია უფლის სიყვარული,ის ინარჩუნებს ადამიანურ თვისებებს. ბედნიერებაა,როცა ამმღვრიე და ბობოქარ ცხოვრებაში ადამიანს მეტ-ნაკლებად სუფთად ამოსვლა შეუძლია. ცხოვრებაში მიზნის მისაღწევად ბევრი
გზა არსებობს,მაგრამქალბატონ ვერიკოს იმ ცნობილი ფრაზისა კ/ფ ''მონანიებიდან'' არიყოს:"რა საჭიროა გზა,რომელიც ტაძართან არ მიგვიყვანს?!",არსებობს ერთადერთი გზა-სიმართლის გზა, ათი მცნების დაცვით,რომელიც უფალმა დაგვიტოვა დედამიწაზე.
ბედნიერებაა ის,რომ ამ სიძნელეების მიუხედავად ადამიანებს სიყვარულის უნარი შერჩენიათ,უანგარო და წრფელი.
მედეა კახიძის ლექსიც სიყვარულის ნიჭზე მიუთითებს:"იმ ქალს,იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლა,
მაინც სიყვარული შეუძლია.
გ ი ყ ვ ა რ დ ე ს ბედნიერებაა, დიდი ნიჭია ღვთით მომადლებული,სიყვარულით უყურებდე ყველას:დიდსა და პატარას,ლამაზსა და უშნოს,ახალგაზრდას და პატარას,ლამაზსა და უშნოს, ახალგაზრდას და მოხუცს,მდიდარს დაღარიბს,მათხოვარს და გამღებელს,ავადმყოფს და ჯანმრთელს. ეს ალბათ რთულიცაა,მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი პოზიტიური და ძლიერი შინაგანი ძალაა,რომელიც გაძლიერებს,გამდიდრებს და სიძნელეების გადალახვის უნარს გაძლევს,სიკეთის კეთების სურვილს გიჩენს.
შეიძლება ერთი უბრალო ღიმილი აჩუქო ადამიანს და ამით რამდენიმე წამით გააბედნიერო.
ბედნიერია ის ადამიანი ვინც სხვას სიკეთეს ჩუქნის.
გვიყვარდეს ერთმანეთი,ვაჩუქოთ ლამაზი თბილი დღეები ერთმანეთს!
სიყვარულის ძალით გადავრჩებით!!!
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები:შეუზღუდავი.5-12 კლასები;
5.ვადები/ხანგრძლივობა:20 დღე;
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ბავშვები ესეებს წერენ სიყვარულის შესახებ,ეძებენ ინფორმაციებს კომპიუტერის საშუალებით/სურათებს,სლაიდებს,გამონათქვამებს ცნობილი ადამიანების,..../
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:სურათების ალბომი,სლაიდები;ჩანახატები/
8.სარგებელი სხვებისთვის:ფასეულობების გადახედვა,
9.სამუშაო ენა:ქართული;
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ლიტერატურა,ხელოვნება,რელიგია.ინფორმატიკა.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან;ქართ.3მოსწავლე წერს სასწავლო რეფერატს ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
. მოიძიებს და დაამუშავებს წყაროებს;
ს.გ7.4.მოსწავლე გამოსახავს საკუთარ გრძნობებს იდეებს ნამუშევარში.
. გადმოსცემს ცხოვრებაში ნანახ საინტერესო სცენებს.
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
.firefox http


11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:-
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:ნინო
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:niva11vashalomidze@gmail.com
14პროექტის ფორუმი:12.11.08.დავრეგისტრირდი ფორუმში თემა:საცდელი პროექტი ბედნიერებაა, გიყვარდეს.
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.blogspot.com

1 комментарий:

maka комментирует...

ნინო ყოჩაღ მაგარია. შაბათს პრეზენტაციისთვის და ტაშისთვის მოემზადე.

მაკა ღლონტი